დაუჯერებელი ამბავი უკრაინის სოფელ ტერნში მოხდა და შეზარა არა მარტო უკრაინელები, არამედ ყველა, ვინც შეიტყო ამის შესახებ. 57 წლის ალექსეი გოროდიშენკო თავადაც განდეგილად იქცა და პაწაწინა ქოხში მთელი 20 წლით გამოკეტა თავისი ქალიშვილები – ტყუპი და ინა და ლინა, რომელნიც სულ ცოტა ხნის წინ დაიხსნეს ტყვეობიდან.
“ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სოფელში დაწყებითი სკოლა დახურეს, – იხსენებს
სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი, – ლინამ და ინამ მაშინ დაამთავრეს პირველი კლასი. თუმცა ცოტა ჩამორჩენილები იყვნენ, პროგრამას ვერ ითვისებდნენ და სპეციალურ ინტერნატში გადაწყვიტეს მათი გაგზავნა. ტყუპის დედა წინააღმდეგი იყო. გამოაცხადა, რომ თავად მოუვლიდა ბავშვებს. თუმცა ასე არ მოხდა – გალოთდა და სულ მალე სხვა კაცს გაეკიდა, შვილები კი ქმარს მიუგდო… ხალხს ეცოდებოდა, ზოგი ღვეზელებს აწვდიდა, ზოგი ვაშლს თუ კარტოფილს… ბავშვების მამას არასდროს ჰქონია ბოსტანი, არც ბაღს უვლიდა. ქალაქის სანაგვეზე მუშაობდა და იმით შოულობდა ფულს. მერე კი უცებ სულ გაწყვიტა ხალხთან ურთიერთობა, გოგონებსაც აუკრძალა გარეთ გამოსვლა და სახლში გამოკეტა. ჩვენ რა უნდა გვექნა”.