ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, მათგან ერთ-ერთი კი დედა-შვილს დაეჯახა.
ბავშვიც და დედაც კლინიკაში გადაიყვანეს. მცირეწლოვანის გადარჩენა ვერ
მოხერხდა. ქალის მდგომარეობა სტაბილურია.”ჩვენი გიო. ღმერთო, რატომ? როგორი იმედი გვქონდა, რომ გადარჩებოდა. სიტყვები ზედმეტია. უფალმა ნათელში ამყოფოს ჩვენი პატარა ანგელოზი” – წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო:geonews.site