(ვიდეო) შავი ზღვის სანაპიროზე ორი გიგანტური ქარბორბალა გამოჩნდა – გამაოგნებელი ვიდეო

0

შავი ზღვის სანაპიროზე, სოჭში ორი გიგანტური ქარბორბალა გამოჩნდა. ადგილობრივებმა სტიქიური მოვლენის გადაღება შეძლეს. მედიის ცნობით, ქარბორბალა ნაპირზე არ გამოსულა და ხმელეთიდან უსაფრთხო მანძილზე დაიშალნენ.

რუსეთის კრასნოდარის მხარე სტიქიური უბედურების ზონაა.

განადგურებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა. ძლიერმა ქარმა სხვადასხვა რაიონში მოგლიჯა ასწლოვანი ხეები და დააზიანა საცხოვრებელი უბნები, ტუაფსეს რაიონში კი მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. ღვარცოფულმა ნაკადმა წაიღო საავტომობილო გზები და ხიდები. დატბორილია შენობები და საცხოვრებელი სახლები.

Share.