”გოგონას ბიძაც იყო იქ, გადასარჩენად გადახტა და გაუჩინარდა” – აფხაზეთში ზღვაში ბანაობისას მე-10 კლასელი გოგონა დაიხრჩო: რას გვიყვება ადგილობრივი

0

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გა­გი­და­ში, სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ზღვა­ში ბა­ნა­ო­ბი­სას მე­ა­თეკ­ლა­სე­ლი, 15 წლის ელე­ნე ჭო­ლა­რია და­იხ­რჩო. გო­გო­ნა გა­ლის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო.

რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი წე­რენ, რომ ელე­ნეს გა­დარ­ჩე­ნას მისი ბიძა ცდი­ლობ­და, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ისიც გა­უ­ჩი­ნარ­და.
ამ დრომ­დე ვერ მო­ხერ­ხდა ბი­ძის პოვ­ნა და მისი ბედი უც­ნო­ბია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რი­დან დიდი დროა გა­სუ­ლი, რაც იმედს ამ­ცი­რებს, რომ ის ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბა.

“ამ­ბო­ბენ იქ წყლის ხვე­უ­ლე­ბია და კი აფრ­თხი­ლე­ბენ ხალ­ხს, იქ არ იბა­ნა­ონ, მაგ­რამ მა­ინც მი­დი­ან.

არა­ნა­ი­რი ნიშ­ნუ­ლე­ბი არ დგას სამ­წუ­ხა­როდ. არ გვყავს პატ­რო­ნი. შავი ზღვაა, მაგ­რამ სო­ფელ გა­გი­დას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და, ამი­ტომ გა­გი­დას ზღვას ეძა­ხი­ან.

გო­გო­ნას ბი­ძაც იყო იქ, გა­და­სარ­ჩე­ნად გა­დახ­ტა და გა­უ­ჩი­ნარ­და. სას­წა­უ­ლი ტალ­ღე­ბი ყო­ფი­ლა“, – ამ­ბობს Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი.

Share.